„ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“ – პროექტში მონაწილეობისთვის პირველი არხის წამყვანი დაჯილდოვდა

12:49, 16.07.2020

ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“ პროექტში მონაწილეობისთვის პირველი არხის წამყვანი – თამარ ფიროსმანიშვილი დააჯილდოვეს. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით ხორციელდება. სულ 44 ქალი დაჯილდოვდა. პროგრამა ჟურნალისტების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და საჯარო მოხელეებისთვის არის განკუთვნილი. ღონისძიებას ნიდერლანდების ელჩი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

მსგავსი