სირია, ეგვიპტე და თურქეთი – ვლადიმერ პუტინმა ერთ დღეში სამივე ქვეყნის მიწაზე დაშვება მოასწრო. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ისლამური სამყაროს ლიდერებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს. ანკარაში გამართული აუდიენციის დროს, ორივე ქვეყნის ლიდერმა საკუთარი მეგობრობის დასადასტურებლად რუსეთ-თურქეთს შორის გაზრდილი ტურიზმისა და ტვირთბრუნვის სტატისტიკა მოიშველია. შეხვედრის უმთავრესი თემა კი პუტინსა და ერდოღანს შორის მაინც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი იყო.