2000 წელს რუსეთში დაბადებული ბავშვი დღეს 18 წლისაა, ის სრულწლოვანია და შესაძლოა, ერთადერთი ფაქტი, რაც ჯერ მის ცხოვრებაში არ შეცვლილა – ქვეყნის ლიდერია.
ზუსტად ამდენი წელია ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაშია. ის ხან პრეზიდენტია, ხან პრემიერი. 2000 წელს დაბადებული თაობა საარჩევნო ყუთებთან 2018 წლის 18 მარტს პირველად მივა და საარჩევნო ბიულეტენში ისევ კარგად ცნობილი პუტინის გვარი დახვდება.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და სხვა მრავალ თემაზე დღეს კრემლის ლიდერს 1 640 ჟურნალისტის წინაშე მოუხდა საუბარი.
რუსეთის პოლიტიკურმა ლიდერმა მიმდინარე წელი შეაჯამა.