პუტინი-მერკელის შეხვედრის მოლოდინი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

რუსეთის ფედრაციის პრეზიდენტი ბერლინში დღეს ჩაფრინდება. შეხვედრა ადგილობრივი დროით 18 საათზეა დანიშნული. ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის საუბრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი, სირიის კონფლიქტი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ იქნება.

გერმანიის კანცლერის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი პრესკონფერენციას არ გამართავენ. ფორმატი მხოლოდ მოკლე განცხადებას ითვალისწინებს.