პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრა

პუტინის პროვოკაციული ნაბიჯი. კრემლის ლიდერი სოჭში აფხაზეთის არაღიარებულ პრეზიდენტს შეხვდა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტს ინვესტიციებზე ესაუბრება.

სოჭის შეხვედრის პარალელურად ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს იმ სამშვიდობო ინიციატივას ახსენებს, რომელიც სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.