ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ მასპინძლობს. ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში, სტუმრები ქართულ მარცვლოვან კულტურებს ეცნობიან.
ადგილზე მისულ დამთვალიერებელს ასევე შესაძლებლობა აქვს, ჩაერთოს პურის ცხობის მასტერკლასებში, გასინჯოს და შეიძინოს ქართული ხორბლისგან დამზადებული პური. ტერიტორიაზე განთავსებულია სტენდებიც, სადაც საქართველოში მოქმედ კომპანიებს საკუთარი მარცვლოვანი პროდუქტი აქვთ წარმოდგენილი. ფესტივალი ხვალ, 18:00 საათზე დაიხურება.