ბოტანიკური ბაღი პურის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიებაზე, ტრადიციულად, ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქციაა წარმოდგენილი. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასებიც ჩატარდება.
ნატა ტაბიძე აშუქებს ფესტივალს და დეტალებით ის შემოგვიერთდება – რა ელოდებათ ბოტანიკური ბაღის სტუმრებს.