პროტესტის მე-18 დღე ბორჯომში

პროტესტის მე-18 დღე ბორჯომში. მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. მოთხოვნები უცვლელია: ანაზღაურების გაზრდა 25% ით, უცადო ხელშეკრულებებზე დაბრუნება, სამსახურიდან გათავისუფლებული 50 თანამშრომლის აღდგენა და ორი თვის განაცდური ხელფასების დარიცხვა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გუშინ მათ პრემიერის წარმომადგენელი შეხვდა, თუმცა, შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. გაფიცული მუშები დიალოგისთვის მზაობას დღესაც გამოთქვამენ.