მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანაზე პროტესტი არ წყდება ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში. ადგილობრივები პროექტის შეცვლას დილიდან კვლავ ითხოვდნენ. საქმე ასპინძა-სტეფანწმინდის დამაკავშირებელ 500 კილოვოლტიან ხაზს ეხება. აგილობრივები ამბობენ რომ მაღალი ძაბვის მაგისტრალი მათ ნაკვეთებზე გადის, რაც საფრთხეს უქმნის ადამინის ჯანმრთელობას და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ფასს მნიშვნელოვნად ამცირებს.
სოფელ სნოში ნოდარ ჩაჩუა იყო ჩასული.