საწვავზე ფასების მატებას აპროტესტებს მოქალაქეთა ნაწილი. აქცია ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან იმართება. შეკრებილები ამბობენ, რომ ტარიფების მატება, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება. ინგოროყვას ქუჩაზე შეკრებილებმა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრაც მოითხოვეს.
მოამბე