პროტესტი ქუთაისში

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლების ნაწილი სადავო კანონპროექტს აპროტესტებს და მხარდაჭერას უცხადებენ სტუდენტებს, რომლებიც გუშინ გაიფიცნენ. მათი განცხადებით, აკადემიური პერსონალისთვის მიუღებელია საქართველოში რუსეთის გავლენის დაბრუნება და ისინი მმართველ გუნდს ევროინტეგრაციის კურსისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. პარალელურად, უნივერსიტეტის ეზოში იკრიბებიან გაფიცული სტუდენტები, რომლებსაც დღეს ახალგაზრდები სხვადასხვა სასწავლებლები შეუერთდებიან.