არეულობაა ბელგიის დედაქალაქში.
ვნებათაღელვის მიზეზი მაროკოს ქალაქ მარაქეშში გლობალური მიგრაციული პაქტის გაფორმება გახდა.
ბელგიის მიერ გაერო-ს მიგრაციული კომპაქტის ხელმოწერით უკმაყოფილო ულტრამემარჯვენე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დააკავეს.
გლობალური მიგრაციული პაქტის ხელმომწერი საქართველოც გახდა, რამდენიმე ქვეყანამ კი შეთანხმებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.