ანგელა მერკელმა საად ჰარირის ლტოლვილებთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა

ბეირუთში ოფიციალური ვიზიტით ჩასული გერმანიის კანცლერისა და ლიბანის პრემიერ-მინისტრის საუბრის მთავარი თემა მიგრაციული კრიზისის დაძლევა და ამ პროცესში ორმხრივი თანამშრომლობა იყო. ანგელა მერკელმა საად ჰარირის ლტოლვილებთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა.

გერმანიის კანცლერს იმედი აქვს, რომ ლიბანისთვის გაწეული დახმარებით, ევროპისკენ მიმავალი სირიელი და ერაყელი მიგრანტების ნაკადს შეაჩერებს. მიგრაციული კრიზისის დაძლევა მწვავე საკითხს წარმოადგენს გერმანიის მთავრობაშიც.

მერკელის პარტიასა და მის მოკავშირე, ბავარიის “ქრისტიან-სოციალისტურ კავშირს”, ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული ხედვა აქვთ. ეს უკანასკნელი ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრეა. ევროკავშირის ლიდერები მიგრაციული პოლიტიკისა და თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკაზე მომავალ კვირას იმსჯელებენ.