ცინცაძის ქუჩის მოსახლეობა კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს. ამ მოთხოვნით მერიასთან აქცია იმართება. მათ მსვლელობა გამართეს. 56 და 58 ნომრებში მაცხოვრებლების პროტესტი უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება. ისინი კიდევ ერთი ახალი კორპუსის აშენების შესახებ გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვენ. მათივე განცხადებით, 2 405 კვ მეტრ ტერიტორიას ისინი ეზოდ და საპარკინგედ იყენებდნენ.
საპასუხო განცხადება გააკეთეს მერიაში, სადაც ვკითხულობთ: ნებართვა გაიცა 2017 წელს წინა მერიის პირობებში. მოგვიანებით ეს ნებართვა მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გააუქმა. თუმცა, ნაკვეთის მფლობელმა კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლომ ნებართვა ძალაში დატოვა. ამის შემდეგ მერიამ მას ადგილმონაცვლეობა შესთავაზა, თუმცა, მფლობელი უარს ამბობს.