უსინათლო და მხედველობა დაქვეითებული მოსწავლეების მშობლებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს.
შეკრებილების თქმით, სპეციალიზებულ სკოლაში უწყება რემონტის დაწყებას აპირებს, რის გამოც ბავშვები სხვა სკოლების მეორე ცვლაში უნდა გადანაწილდნენ. დღის ამ მონაკვეთში კი სასწავლებელში ბავშვების ტარება მათთვის შეუძლებელია. გარდა ამისა, ისინი ვერ შეძლებენ იმ სერვისებით სარგებლობას, რასაც ბავშვებს სპეციალიზებული დაწესებულება სთავაზობს.