რაც შეეხება აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მოთხოვნას, რაც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს, – ამ თემაზე დღეს კომენტარები უმრავლესობისა და ოპოზიციის მხრიდანაც გაკეთდა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანია.
უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერის მოპოვება პრობლემა არ იქნება. დღესვე ამავე საკითხზე განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გააკეთეს. „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, „ნაციონალური მოძრაობაც“ დაუჭერს მხარს.