პრომეთეს მღვიმის მცველს, რომელიც შესანიშნაობას 23 წლის განმავლობაში იცავდა, ღირსების ორდენი, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა. გიორგი ტყაბლაძე მღვიმეში 1984 წლიდან 2007 წლამდე დარაჯად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მღვიმის უნიკალური ბუნებრივი ძეგლის პირვანდელი სახით შენარჩუნებაში. მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის, 2010 წელს, მღვიმის სახმელეთო გამოსასვლელის ტერიტორიაზე მისი ძეგლიც გაიხსნა.