თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა

72 წლის ასაკში ცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ის ათეული წლები საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში მუშაობდა. იყო რადიოგადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედებისა და ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების ხელმძღვანელი, ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის მთავარი რედაქტორი, რამდენიმე საავტორო გადაცემის ავტორი და წამყვანი. 2019 წელს ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის თამაზ ტყემალაძე  საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დატოვე კომენტარი