„პრომეთეს ჯილდო“ სააკაშვილისთვის

ერთ-ერთი მიზეზი, რამაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დროებით ჩააგდო, მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების ცერემონიაა.

სხვა შეხვედრებთან ერთად სწორედ პოლონეთის დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებას უნდა დაესწრონ ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ყოფილი პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვასთან ერთად. თუ თავად სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, 14 აპრილს დაანონსებულ ცერემონიაზე ექს-პრეზიდენტს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს ჯილდო“ უნდა გადასცენ. პოლონეთის მმართველი პარტიის და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებაში, ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ცოტა ხნის წინ გადაცემული ჯილდოსგან გასხვავებით, განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია. მძიმეა „ქართული ოცნების“ რეაქცია. ახლა საინტერესოა, აისახება თუ არა სახელისუფლებო დონეზე მიღებული გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.