პროკურატურის განცხადებას ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ წარმოდგენილი ბრალდება აბსურდულია და ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოების მთავარი მოთხოვნიდან ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანოს.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სახეზე იყო მოვლენების რევოლუციური გზით განვითარების მცდელობა და პროკურატურამ გამოძიება ყველა მიმართულებით უნდა ჩაატაროს.