პარტიამ „პროგრესული საქართველო“, საარჩევნო სიის პირველი ათეული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ლიდერების განმარტებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში ფულადი ვალუტა ლარის ნაცვლად, ევრო გახდება. ამასთან, ისინი არჩევითი საპოლიციო სისტემის დანერგვას აპირებენ, რაც პოლიციის ხელმძღვანელებისა და საოლქო პროკურორების თანამდებობის არჩევითობას გულისხმობს.