ბრიფინგი პარტიაში „გირჩი - მეტი თავისუფლება“

პარტიაში „გირჩი – მეტი თავისუფლება” ხაშურში საარჩევნო სიაში მყოფი პირების მიმართ ხელისუფლების მხრიდან დევნაზე საუბრობენ. დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მოსიაშვილი აცხადებს, რომ სიაში მყოფ პირებს უკავშირდებიან და სიის დატოვებას აიძულებენ. მოსიაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე წარმატების იმედი არ აქვს და ამიტომ ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლის სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ.