საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისთვის დღეიდან ტრენინგები ჩატარდება. პროექტი არსებული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, კოორდინაციის სისტემების გაუმჯობესებასა და კომუნიკაციის სპეციალისტების, შესაბამისი საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად.