პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რუსთავში მეგობრობის გამზირის, თეთრიწყაროში კი თამარ მეფის ქუჩისა და მიმდებარე მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.