1 000 ვაკანტური ადგილი პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის.
კერძო სექტორი სამუშაოს მაძიებლებს სხვადახვა სფეროში დასაქმებას სთავაზობს. კონკრეტული ვაკანსიები დასაქმების ფორუმზე წარმოადგინეს, რომელიც პროფესიული კოლეჯების ასოციაციამ მოაწყო. სამსახურის მაძიებლებს დღეს საშუალება ჰქონდათ, რომ პოტენციურ დამსაქმებლებს პირადად შეხვედროდნენ და მათი შეთავაზებები მოესმინათ.