პროექტის პრეზენტაცია განათლების სამინისტროში

განათლების სამინისტროში განათლების ახალი რეფორმის მორიგი პრეზენტაცია გაიმართა.

დღევანდელი პანელის თემა მეცნიერება იყო. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მეცნიერების მიმართულებით სახელმწიფომ განსაზღვრა პრიორიტეტები. გარდა ამისა, მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, სახელობითი სტიპენდიები დაწესდება და 2019 წელს საგრანტო კონკურსების ბიუჯეტები გაიზრდება.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ამ ყველაფრის მიზანია, რომ ქართული მეცნიერება ევროპის სამეცნიერო სივრცეს დაუახლოვდეს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა და წლის ბოლომდე კონკრეტული შედეგების დანახვა იქნება შესაძლებელი.