ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და ევროპის საბჭომ.
„პრობონო“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მარტოხელა მშობლებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევას ითვალისწინებს. მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, რაშიც 11 ადვოკატია ჩართული. პროექტს უკვე 27 ბენეფიციარი ჰყავს. პრეზენტაციაზე მონაწილე მხარეებმა საკანონმდებლო და პროცედურულ ბარიერებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც მარტოხელა მშობლები დგანან.
პროექტი ექვსთვიანია და მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.