მეტი მხარდაჭერა თავისუფლება აღკვეთილი არასრულწლოვანი და ზრდასრული პირებისთვის.
თბილისში ევროპის საბჭოს ორწლიანი პროექტი დაიწყო. მიზანია არასრულწლოვან და მოზრდილ თავისუფლება აღკვეთილ პირთა უფლებების გაძლიერება მართლმსაჯულების სისტემაში, მათი ეფექტიანი მართვა და სათანადო მოპყრობის გაუმჯობესება. პროექტის თანახმად, უნდა მოხდეს დროებითი მოთავსების დაწესებულებებში დაკავებულ პირთა მართვა, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადება. პროექტის ჯამური ღირებულება ნახევარ მილიონ ევროზე მეტია.