რუსთავის თეატრში საიუბილეო, 55-ე სეზონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მიმდინარე სეზონზე 136 ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორისაა ექვსი სპექტაკლის პრემიერა. გარდა ამისა, დასრულდება თეატრის ე. წ. სარდაფის სივრცის რეაბილიტაციაც. გაიხსნება თეატრის მუზეუმი. პრეზენტაციას რუსთავის მერიც დაესწრო.