პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა – პროექტში გამარჯვებულები ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაჯილდოვდნენ.
პროექტში მონაწილეობას საქართველოს ცხრა უნივერსიტეტის ეთნიკურად არაქართველი სტუდენტები იღებდნენ.
წარმატებულ სტუდენტებს დიპლომები და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტის მიზანი, ქართული ენის დაცვა და პოპულარიზაციაა.