„თბილისის ცის ქვეშ’’ – პროექტი, რომელიც თბილისის მერიამ დაიწყო, გრძელდება.
9 აპრილის ბაღში გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე დაესწრო, რომელმაც უქმე დღეებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ყველა კონცერტზე დასწრება თავისუფალია.