პროექტი „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება ქვეყნის მაშსტაბით“ დასრულდა
„მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება ქვეყნის მაშსტაბით“ – პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული და პირველი ლედის პატრონაჟით მიმდინარე პროექტი დასრულებულია.
შემაჯამებელ ღონისძიებას მაკა ჩიჩუამ ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა. პროექტის მიზანი, შშმ პირთა მშობელთა თემთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა იყო, იმისთვის რომ მშობლებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია მათ შორის იმაზეც, რის შესაძლებლობას მისცემს მათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა.
პროექტის ფარგლებში „კოალიცია მოძრაობის ცვლილებებისთვის“ შეხვედრები
სიღნაღის, ბოლნისის, ჭიათურის, საჩხერის, ოზურგეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა.