„ისწავლე და დასაქმდი“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ონლაინ უნივერსიტეტ „სქილვილთან“ ერთად ახორციელებს. დღეს პროექტის შედეგების შეჯამების პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ „სქილვილისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეორე წელია ხორციელდება. პროექტის მონაწილე სტუდენტები სრულად ფინანსდებიან და აქვთ შესაძლებლობა ციფრული პროფესიები შეისწავლონ და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. „სქილვილთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, დღეისათვის 700-ზე მეტი ახალგაზრდა დაეუფლა ციფრულ პროფესიას.