თავდაცვის ძალების საერთო საჯარისო ცენტრს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოზარდებისთვის საჯარისო ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ ცენტრის სტრუქტურის, ამოცანებისა და შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. ვიზიტის ფარგლებში, სამხედრო-სამედიცინო სკოლის ექიმებმა და პირადმა შემადგენლობამ მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს. სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს და „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. პროექტის მიზანი, სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა.