საქართველოს ბიზნესპროცესების აუთსორსინგი კომპანიების ათზე მეტი მაღალი რანგის მენეჯერი ეწვია. ტურის მიზანი, რომელიც სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესსერვისების დისტანციურად მიწოდების კუთხით საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენაა. უცხოელმა კონსულტანტებმა შეხვედრები გამართეს კერძო და საჯარო უწყებების წარმომადგენლებთანაც.