არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა” – „ლიდერ ქალთა ქსელის“ პრეზენტაცია გამართა. ახალი პროექტი მიზნად წარმატებული ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი ქალბატონები საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უკვე მომავალ ლიდერებს გაუზიარებენ.
პროექტის ფარგლებში შერჩეული 17 ახალგაზრდა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებშიც ჩაერთვება. პრეზენტაციაზე სტუმრებს სიტყვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და აგრეთვე ცენტრის დამფუძნებელმა, ანა დოლიძემ და პროექტის სხვა მენტორებმა მიმართეს.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეც დაესწრო.