პროდუქციის უსაფრთხოების კოდექსი

საქართველოში პროდუქციის უსაფრთხოებაზე კონტროლი მკაცრდება. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამშენებლო მასალებზე და სათამაშოებზე გავრცელდება. საუბარია კონტროლის ისეთ მექანიზმებზე, რომლებიც 2012 წელს ამოქმედებულ კოდექსში გათვალისწინებული არ ყოფილა.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება საშიში პროდუქციის ბაზრიდან ამოღება, მომხმარებლებისგან გამოთხოვა და რეალიზაციის შეჩერებაც კი.

თუ პროექტი საპარლამენტო მხარდაჭერას მოიპოვებს, შესაბამის უწყებებს რეაგირების უფლება, სავარაუდოდ, 2019 წლიდან მიეცემათ.