ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელები

ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია ქართულ ბაზარზე.

ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ნავთლუღში მდებარე ერთ-ერთი საწარმოდან ამოღებული სუნელები ტყვიას და საღებავ სუდან ერთს შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხისშემცველი და სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელია.

პროდუქციის შემოწმების დროს აღმოჩენილი მავნე ნივთიერება გამოძიების დაწყების მიზეზი ხდება. მწარმოებელს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც ირკვევა, საშიში პროდუქტი ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდებოდა და მის დასამზადებლად თივასაც იყენებდნენ.

მონიტორინგის კიდევ ერთი  საგანგაშო ფაქტის პარალელურად, მთავრობა სუნელებისა და სანელებლების რეალიზაციის წესებს ამკაცრებს.