როგორი იყო 2023 წელი თბილისისთვის – მერიამ მიმდინარე წლის პროექტები და გამოწვევები შეაჯამა.
მიღწევებს შორის ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაფართოება დასახელდა. შედეგად სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებს სოციალურ და სამკურნალო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა გაეზარდათ. აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ავტობუსების პარკის გაფართოებაზე. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საცობები დასახელდა. დედაქალაქის მერიისთვის პრობლემის მოგვარების გზა სატრანსპორტო დერეფნების მოწყობაზე და დიდი მოცულობის ავტობუსების რაოდენობის მატებაზე გადის.