საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ სამი ქალი მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მისი პირველი აქტი რამდენიმე წუთის წინ გამოსცა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა.
სამივე მსჯავრდებული ქალი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გეგმავს შესაბამისი პროცედურების გავლით კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდეს.