საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 19 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან ორი ქალია. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. გარდა ამისა, პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრის მქონე მოქალაქე, ამ შემთხვევაშიც ორი ქალია, 21 პირი პირობითი მსჯავრისგან სრულად გათავისუფლდა. მათ შორის, სამი პირობითი მსჯავრდებული პრეზიდენტმა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგანაც შეიწყალა. პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა შეუმცირდა ორ მსჯავრდებულს.