მწვავე დებატების მოლოდინში დეპუტატები პრეზიდენტისთვის კრიტიკულ შეკითხვებს აანონსებენ. გიორგი მარგველაშვილის წლიური მოხსენებით გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, უმრავლესობა ამბობს, რომ ძირითადი აქცენტი შეწყალების აქტის გამოცემასა და პრეზიდენტის უფლება-მოვალეობას შეეხება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მათი შეკითხვების ადრესატი, პრეზიდეტთან ერთად, მმართველი გუნდიც იქნება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გიორგი მარგველაშვილი საკუთარ გამოსვლაში ძირითად აქცენტს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გააკეთებს.