ამ დრომდე უცნობია, დაიკავებს თუ არა 5 მარტს პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნას.
სალომე ზურაბიშვილს წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოს წინაშე გამოსვლა შაბათს სურს და შესაბამისი მიმართვა უკვე წარდგენილია, თუმცა მმართველ გუნდში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საკითხი ბიუროს ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში იქნება. „ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ გამოსვლის თარიღმა გადაიწიოს, რასაც ოპონენტები ეწინააღმდეგებიან. მათ შორის ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც წლების განმავლობაში პრეზიდენტის არცერთ გამოსვლას არ დასწრებიან.