პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს მარტში ნატო-ს გენერალური მდივანი ესტუმრება. პარტნიორობა ძლიერდება, – ასეთი იყო მთავარი გზავნილი იენს სტოლტენბერგისგან, რომელიც დღეს საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს პირველად შეხვდა.

ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჩვენი ქვეყნის მიერ რეფორმების გატარების პროცესში მიღწეული პროგრესი აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად სამუშაოები გაგრძელდება.

შეხვედრის დროს სტოლტენბერგისგან გზავნილი მიიღო რუსეთმაც.

„მოამბის“ ჟურნალისტი დაინტერესდა, რა გზავნილია მარტში დაგეგმილი საქართველო-ნატოს ერთობლივი წვრთნები მოსკოვისთვის, რომელიც ორგანიზაციის გაფართოებას ეწინააღმდეგება და საპასუხო ზომებით იმუქრება.

როგორი იყო სტოლტენბერგის პასუხი, ქეთი ქარდავა ბრიუსელიდან.