მმართველი გუნდი პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. საუბარია საარჩევნო კოდექსზე. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ხელოვნურად და მიზანმიმართულად ცდილობს, ცესკო-ს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი შეაფერხოს.
ოპოზიცია კი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აკრიტიკებს. კანონპროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი იცვლება. ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.