პრეზიდენტის ვეტო - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.  საუბარია საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის მიერ მიღებული კიდევ ერთი კანონის დაწუნების მთავარ მიზეზად ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესიდან მისი გათიშვა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების იგნორირება დაასახელა. გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო „ქართული ოცნებისთვის“. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს ოპოზიციაში.