პრეზიდენტის ვეტო - განხილვა პარლამენტში

ცხარე კამათი პარლამენტში.

კანონმდებლები ეროვნული ბანკის კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურას გადიან. საპარლამენტო უმრავლესობა მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს და კენჭისყრაზე ვეტოს დაძლევას გეგმავს. ოპოზიცია მმართველ გუნდს ცენტრალურ ბანკზე პოლიტიკური გავლენის გაძლიერებაში ადანაშაულებს. ვეტოს დაძლევით და კანონში ცვლილებების შეტანით ეროვნულ ბანკში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარუდგინა. კენჭისყრა დაახლოებით ერთ საათშია დაგეგმილი.