„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. საკითხის განხილვა და კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ მოხდება. მმართველი გუნდი სადავო კანონპროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ვეტოს დაძლევენ.
კვლავ კრიტიკულია ოპოზიციის შეფასებები. მათი ნაწილი დღეს სასესიო დარბაზში იქნება. შეგახსენებთ, რომ კანონზე პრეზიდენტის ვეტო გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დაძლიეს.