გაერთიანდებიან თუ არა წინასაარჩევნოდ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიები, ამ დრომდე გაურკვეველია. ორ პოლიტიკურ ძალას გაერთიანებისკენ საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა და კონსულტაციებისთვის დღეს ორბელიანების სასახლეში დაპატიჟა.
როგორია თავად გაერთიანება „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ პოზიციები და აპირებენ თუ არა დღეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაზე მისვლას.