საქართველოს პრეზიდენტი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანი სადავო საკითხები ინტენსიურად უნდა განიხილებოდეს, რისთვისაც, შესაძლოა, სპეციალური ფორმატიც შეიქმნას.